28.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა
გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის
პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. პირველი პრინციპი ჟურნალისტს
სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ
"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ
შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული
საზოგადოებრივი ინტერესი."სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლება შეიტანეს. სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.