04.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო თორნიკე პეტრემღვდლიშვილის განცხადება ტელეკომპანია "იმედის"
ჟურნალისტის, სოფო ბერიძის წინააღმდეგ. სადავო მასალა 25
დეკემბერს გავიდა ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია
მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა. განცხადების თანახმად, ჟურნალიტმა სოფო ბერიძემ აღნიშნა, რომ საზეიმო წირვას არ ესწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი, "რითაც ირბად თუ პირდაპირ, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მეუფე დიმიტირი დაპირისპირების გამო არ ესწრებოდა საზეიმო წირვას". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან რეალურად მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას, რის დასტურადაც მოჰყავს "ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის" სახელით ფეისბუქზე შექმნილი გვერდის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ "საზეიმი წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.