08.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა სოფო ბერიძემ ქარტიის პირველი
პრინციპი დაარღვია, რაცზუსტი ინფორმაციის გავრცელებას
გულისხმობს. სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა. ჟურნალისტმა ჩართვაში განაცხადა, რომ საზეიმო წირვას არ ესწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სოფო ბერიძემ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას, რის დასტურადაც მოჰყავს "ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის" სახელით ფეისბუქზე შექმნილი გვერდის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ "საზეიმი წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი".
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ დარღვეული იყო მეხუთ პრინციპიც, რაც ჟურნალისტს არასწორი ინფორმაციის შესწორებას ავალდებულებს. თუმცა, საბჭომ საბჭომ მსჯელობის შემდეგ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.