თამარ ბოჭორიშვილმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი დაარღვია
27.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცემა "რეიტინგის" ჟურნალისტმა თამარ ბოჭორიშვილმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ნინო ვეზდენმა მიმართა. მისი განცხადების თანახმად, 12 დეკემბერს "რეიტინგმა" ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა გამოკითხვა, სადაც რესპონდენტებს ეკითხებოდნენ თუ რამდენჯერ ჰქონიათ სექსი ერთ ღამეში. ვიდეოს სათაური იყო "ყველაზე მეტკერ 13-ჯერ მქონია ღამეში სექსი ... რეკორდი მოვხსენი" - ქართველი გოგონას "აღიარება", რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია". ვიდეოს ფოტოდ ერთვოდა განმცხადებლის, ნინო ვეზდენის სურათი. ვეზდენიც მონაწილეობდა გამოკითხვაში, თუმცა მას არ ეკუთვნის სათაურად გატანილი ციტატა. განმცხადებლის თქმით, ფოტოსა და სათაურის კომბინაციით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მისი ციტატა იყო, რის გამოც მიიღო კრიტიკა და შეურაცხყოფა აუდიტორიისგან.

საქმის სამოტივაციო ნაწილი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.