05.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო სოფიო ბაჩილავას განცხადება ტელეკომპანია "ობიექტივის"
წინააღმდეგ. სადავო მასალა 30 იანვარს გავიდა ეთერში,
ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე კი მეორე დღეს გამოქვეყნდა.
სიუჟეტი ეხება მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მცირეწლოვან
ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბავშვების იდენტიფიცირება და ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეფასებები შეიძლება გახდეს შემდგომში მათი დისკრიმინაციის და ბულინგის მაპროვოცირებელი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.