09.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების
ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა გადაცემა
"იმედის კვირაში" გასული
მასალა, რომელიც ეხებოდა მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო
მიზნებისთვის. განცხადების თანახმად, მასალაში წამყვანი ამბობს "გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მარიხუანა საშიში არაა და მეტიც სასარგებლოა". გიორგი ყიფიანის თქმით კი მსგავსი დასკვნა ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოცემულია სრულიად საპირისპირო ინფორმაცია, თუ რა მავნე შედეგებს იძლევა მარიხუანის მოქმედება. ამიტომაც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს