02.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ირაკლი მამალაძის განცხადება "ტელეარხი 25-ის" წინააღმდეგ.
სადავო გახდა ტელეკომპანიის ეთერში ტოქშოუ "საზოგადოებრივი პოზიციის"
20 თებერვლის გადაცემა, რომელიც ეხებოდა ე.წ. "ციანიდის საქმეში"
მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული
ნორმების გასაჩივრებას.ირაკლი მამალაძე, რომელიც აღინიშულ საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო, ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის მსვლელობისას მის მიმართ რამდენიმე ბრალდება გამოითქვა, რასაც ის "ტყუილსა და ცილიწამებას" უწოდებს. "არც წამყვანს და არც გადაცემის პროდიუსერებს არ უცდიათ ირაკლი მამალაძესთან დაკავშირება ან მისი ინტერესების რაიმე ფორმით დაცვა... წამყვანი თავად გამოდის მხარედ და ირონიული რეპლიკით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას", - აღნიშნულია განხადებაში. ირაკლი მამალაძე მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანმა და პროდიუსერმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.