03.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა რატი ხვისტანმა და ლიკა
ალელიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს, რომელიც ჟურნალისტს
ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს. მათ წინააღმდეგ განცხადება პროფკავშრების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა შემოიტანა. სადავო ორი სიუჟეტი ეხებოდა რკინიგზაში დასაქმებულთა აქციას და პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, ასევე დარღვეული იყო ქარტიის შემდეგი პრინციპები 3 (მიჩქმალვა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების დაცვა), 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება), თუმცა მსჯელობის შემდეგ ქარტიამ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
სადავო მასალა 1, მასალა 2