03.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
"იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გასული
სიუჟეტით ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე დაირღვა. მასალას არ
აქვს მითითებული ავტორი, ქარტიასთან არ ითანამშრომლა ტელეკომპანიამ,
შესაბამისად ვერ მოხდა პასუხისმგებელი ჟურნალისტის
იდენტიფიცირება. სადავო მასალა ეხებოდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებლების დაპირისპირებას კორპუსზე დაშენებული ნაგებობის გამო. ქარტიას განცხადებით მომართა მოქალაქე ლალი საყვარელიძემ, რომლის მიმართაც სადავო სიუჟეტში ისმოდა ბრალდებები. საქმის განხილვას თავად განმცხადებელი ესწრებოდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.