20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება ონლაინ გამოცემა
ipress.ge-ს ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ. სადავო სტატია ვებსაიტზე 7 მარტს გამოქვეყნდა სათაურით: "სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 73 725 ლარი დახარჯა". მასალა ეხება საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის ორგანიზებისთვის დახარულ თანხას. ფედერაცია მიიჩნევს, რომ ურნალისტმა აუდიტორიას არასწორად დათვლილი თანხა მიაწოდა, შესაბამისად გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და განზრახ დაამახინჯა ფაქტები. განმხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (ინფორმაციის გაყალბება) და მეთერთმეტე (ფაქტს განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს