27.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია „იმედი-ს” ჟურნალისტის, ქეთი
ბრაჭულის წინააღმდეგ.სადავო გახდა 11 თებერვალს, გადაცემა „იმედის
კვირაში“
გასული სიუჟეტი, რომელიც სვანეთში მრავალი წლის განმავლობაში
სხვადასხვა მიზნისთვის მარიხუანის გამოყენებას ეხებოდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა არასწორი ინფორმაცია
გაავრცელა, ამასთან ფაქტები სრულად არ წარმოაჩინა. გიორგი ყიფიანის
განცხადებით, ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით მიმართეს ტელეკომპანია
"იმედს", თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, განმცხადებლის
აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:პირველი (სიზუსტე),
მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება).
ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.