27.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია
„იმედის" წინააღმდეგ.სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 23 თებერვალს საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა“ გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას. განმცხადებელის თქმით, სიუჟეტში "ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს ბრალდებულის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს". შესაბამისად, PHR-ი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).
ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.