30.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო დავით მახარაშვილის განცხადება ინტერნეტ გამოცემა POS TV-ს მიერ
მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ 26 მარტს
გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში "STOP XAM გორში პირველად და
უკანასკნელად" დაირღვა ქარტიის პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე
(მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების
კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე
(ფაქტის განზრახ დამახინჯება).მასალა ეხებოდა მანქანის გაჩერების პრობლემას. დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან რესპონდენტები რეალურად არ არიან მძღოლები. მისი თქმით, "გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ხსენებული მოქალაქე აღიარებს, რომ სიუჟეტში წარმოთქმული ბილწსიტყვაობისთვის POST TV-ის თანამშრომლებისგან მიიღო 20 ლარი გასამრჯელო." "გადაცემის წამყვანი ლევან კენჭოშვილი შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ორივე შემთხვევაში დაფიქსირებული არასწორი პარკირება ფალსიფიცირებულია, ხოლო რესპონდენტების ბილწსიტყვაობა დადგმული. შედეგად სახეზე გვაქვს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებიდან აშკარად უარყოფითი და სიძულვილით აღსავსე გამოძახილები გორის და გორელების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში. ამის დასადასტურებლად განმცხადებელი უთითებს შემდეგ ვიდეოს.