"ალიას" ჟურნალისტმა ნინო ლაბარტყავამ პირველი პრინციპი დაარღვია
01.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  გაზეთ ალიას ჟურნალისტმა ნინო ლაბარტყავამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. 

სადავო მასალა გამოქვეყნდა სათაურით - “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს." მასალაში სანდრო ბრეგაძე ნინო ზაუტაშვილს ზვიად გამსახურდიას მომხრეთა წამებაში ბრალს სდებს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.