სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
03.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო  ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ. 

სადავო მასალა 2018 წლის 31 მარტს გავიდა "შაბათის კურიერის" ეთერში და ეხებოდა 15 წლის გოგოს, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. განცხადების თანახმად, გარკვეული დეტალების ჩვენებით სადვილად შესაძლებელი გახდა არასრულწლოვნის ამოცნობა, "შედეგად კი ძალადობაგამოვლილი გოგონა თანატოლებისგან აგრესიის, ზეწოლის, ბულინგისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად ნეგატიური გავლენა მოახდინა მსხვერპლზე, რომ არასრულწლოვანმა მიიყენა თვითდაზიანებები და თვითმკვლელობა სცადა", - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.