14 აპრილს ქარტია განიხილავს POSTV-ს, პირველი არხის, რუსთავი 2-ისა და თბილისელების წინააღმდეგ განცხადებებს
10.04.2018

კატეგორია : ანონსი;
14 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

12:00 საათი - მარიამ გელაშვილი "პირველი არხის" ჟურნალისტის, სოფო ზედელაშვილი წინააღმდეგ

სადავო მასალა 6 იანვარს გავიდა პირველის არხის გადაცემა "მოამბის" ეთერში და ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც მასალის თანახმად, "დღეს მუზეუმის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული".
განმცხადებელი მარიამ გელაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, "სიუჟეტი იყო დაუბალანსებელი, დაეყრდნო ერთპირონულად მხოლოდ ერთი პირის ინტერვიუს, არ იყო წარმოდგენილი მეორე მხარის პოზიცია".

13:00 საათი - მარგარიტა ბაშარული ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტის, ქეთი კაპანაძის წინააღმდეგ 

ჟურნალ "თბილისელებში" სადავო სტატია გამოქვეყნდა 22 - 28 იანვრის ნომერში სათაურით "ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით". მასალაში მარეკ დუდაევის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად დასახელებულია კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელიც მასალის მიხედვით "მსხვილი კონტრაბანდისტია". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სტატიაში ნახსენები "ვერსიები ტარიელ ბაშარულზე არის არასწორი, სრულიად ცილისმწალებლური და გადაუმოწმებელი".

15:00 საათი - PHR "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

"რუსთავი 2-ის" გადაცემა "შაბათის კურიერის" ეთერში გასული სადავო მასალა ეხებოდა 15 წლის გოგოს, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) მიიჩნევს, რომ გარკვეული დეტალების ჩვენებით სადვილად შესაძლებელი გახდა არასრულწლოვნის ამოცნობა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მერვე პრინციპი (ბავშვის ინტერესი).

17:00 საათი - დავით მახარაშვილი "POSTV-ს" ჟურნალისტის, ლევან კენჭოშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი, დავით მახარაშვილი მიიჩნევს, რომ 26 მარტს "POSTV-ს" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში, "STOP XAM გორში პირველად და უკანასკნელად", დაირღვა ქარტიის რამდნიმე პრინციპი. მასალა ეხებოდა მანქანის გაჩერების პრობლემას. დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან რესპონდენტები რეალურად არ არიან მძღოლები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.