14.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხლა მარიამ გელაშვილის განცხადება "პირველი არხის" ჟურნალისტის სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ.
სადავო მასალა 6 იანვარს გავიდა პირველის არხის გადაცემა "მოამბის" ეთერში. მასალის თანახმად, ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ზიანს აყენებს. განმცხადებელი მარიამ გელაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპაუსხე ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა. საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.