14.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა მარგალიტა
ბაშარულის განცხადება ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტის, ქეთი
კაპანაძის წინააღმდეგ.სადავო სტატია გამოქვეყნდა 22 - 28 იანვრის ნომერში სათაურით "ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით". მასალაში მარეკ დუდაევის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად დასახელებულია კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელიც მასალის მიხედვით "მსხვილი კონტრაბანდისტია". განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სტატიაში ტარიელ ბაშარულთან დაკავშირებული ფაქტები არასწორი და გადაუმოწმებელია.
საბჭოს სხდომას დაესწრნენ განმცხადებელი, მისი წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.