16.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სსიპ
განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება ტელეკომპანია "იბერიის"
წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ. სადავო გადაცემა
"ბიზნეს კოდი" 30 აპრილს გავიდა ეთერში.განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცლედა განათლების საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესახებ. შესაბამისად განცხადების თანახმად, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.