27.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
trialeti.ge -ს ჟურნალისტმა ლელა ლობჟანიძემ ქარტიის პირველი
(სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი კალატოზიშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ეთიკური სტანდარტები დარღვეული იყო trialeti.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით "საზარელი შემთხვევა ქარელში - ,,ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა".
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.