29.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო თამარ მჭედლიშვილის განცხადება საინფორმაციო ცენტრი "ჯიხას"
წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი (სიზუსტე),
მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
პრინციპები დაარღვია "ჯიხამ", როდესაც სოციალურ ქსელში გააზიარა
ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტაბულას მიერ გადაღებული
ვიდეო
შემდეგი ტექსტით "ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს
მიმდევრები მომრავლდნენ".ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს