29.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ნიკა გურინის განცხადება itv.ge-ს წინააღმდეგ.სადავო გახდა მასალა, რომელიც ვებსაიტზე 24 მაისს გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით "თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა". სტატია ძიუდოისტების საპროტესტო აქციას ეხება. განმცხადებელი ნიკა გურინი მიიჩნევს, რომ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს სტატიის შესავალში ნათქვამი ფრაზა - "უკვე რამდენიმე დღეა, ძიუდოისტთა ერთი ნაწილი, შოთა ხაბარელის ორგანიზებით, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს."
ნიკა გურინი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.