30.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო
მაგდალინა თოდუას განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების
წინააღმდეგ. სადავო მასალა 18 მაისს გავიდა საინფორმაციო გამოშვება
"კურიერის" ეთერში. სიუჟეტი ეძღვნებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას.განმცხადებელი, მაგდალინა თოდუა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, დაეყრდნო მხოლოდ ერთი რესპონდენტის ნათქვამს, შესაბამისად მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი - სიზუსტე და მეთერთმტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
სადავო მასალა