07.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის,
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გაზეთ "ქრონიკა +-ის" მთავარი
რედაქტორის და სტატიის ავტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ. სადავო
გახდა მასალა, რომელიც "ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა სათაურით
"კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და
ზურაბ ალავიძეს?" სტატია ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძებასა და სასამართლო
პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის
მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, ვინაიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.