14 ივნისს ქარტია დიმიტრი ქუმსიშვილის და PHR-ის განცხადებებს განიხილავს
12.06.2018

კატეგორია : ანონსი;
ხუთშაბათს, 14 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი გაზეთ "ქრონიკა+-ის" მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა მასალა, რომელიც "ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები

  • 21:00 საათი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ეხებოდა პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას. განმცხადებელის თქმით, სიუჟეტში "ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს ბრალდებულის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს". შესაბამისად, PHR-ი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).


სხდომა გაიმართება ქარტიის ოფისში (თბილისი, შიო მღვიმელის 6ბ). დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.