14.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის მეშვიდე
(დისკრიმინაცია) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპები
დაარღვია. საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ე.წ. კადრ სინქრონის
ფორმით გავიდა ინფორმაცია პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის შესახებ.
მასალაზე არ იყო მითითებული ავტორი, არც რედაქციას მოუწოდებია
ქარტიისთვის ინფორმაცია თუ ვინ იღებდა პასუხისმგებლობას სადავო
მასალაზე, შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტის იდენტიფიცირება ვერ
მოხერხერდა.განცხადება ქარტიაში შემოიტანა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომელიც მიიჩნევდა, რომ მასალამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და გასაჯაროვდა მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალები.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება