12.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ და ჟურნალისტმა ქეთი
ბრაჭულმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები
დაარღვიეს. სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი
"მარიხუანა
სამედიცინო მიზნებისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
დასკვნა". მათ წინააღმდეგ განცხადება გიორგი ყიფიანმა
შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია
გაავრცელეს და გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, მისი აზრით,
დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ
უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, თუმცა, მოგვიანებით მოხსნა ეს
მოთხოვნა.გიორგი ყიფინამა ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება შეიტანა ქარტიაში. სადავო ამჯერადაც მარიხუანის შესახებ მომზადებული სიუჟეტი იყო - "კანაფი და ქართული ტრადიცია - რისთვის იყენებდნენ მცენარეს სვანეთში საუკუნეების განმავლობაში". ის მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტშიც დარღვეული იყო პირველი (სუზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები. საქმის განხილვისას მან მოხსნა მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ქეთი ბრაჭულმა დაარღვია პირველი პრინციპი, მეხუთე პრინცპი კი არ დაურღვევია. ირაკლი ჩიხლაძეს კი ამ პრინციპების დარღვევა არ დაუდგინდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.