21.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია)
პრინციპი დაარღვია.სადავო მასალა ეხებოდა „ჯიხას“ მიერ სოციალურ ქსელში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტაბულას მიერ გადაღებულ ვიდეოს გაზიარებას, შემდეგი ტექსტით: „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ.“
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის პირველ (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.