21.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი
(ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვიეს. ვინაიდან სიუჟეტს არ ეწერა ავტორი,
ამასთან არც რედაქციამ მიაწოდა ინფორმაცია, მოპასუხე ჟურნალისტის
იდენტიფიცირება ვერ მოხდა.სადავო სიუჟეტი ეხებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას.
განმცხადებელი, მაგდალინა თოდუა ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.