24.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო მეგი გოცირიძის განცხადება, ონლაინგამოცემა reportiori.ge-ს
წინააღმდეგ.სადავო გახდა ვებგვერდის მიერ 2018 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებული მასალა სათაურით: „მეგი გოცირიძე პარიზში ქურდობისთვის დააკავეს.“
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ „რეპორტიორმა“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რაც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადამოწმებას ავალდებულებს. მხარე მიიჩნევს, რომ გამოცემას უშუალოდ მეგი გოცირიძესთან არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.