01.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, ეკა გაგუას ქარტიის
პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ განცხადება პარლამენტის
წევრმა ეკა ბესელიამ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო
გამოშვება "კურიერში" 2018 წლის 16 ივნისს გასული სიუჟეტი, რომელიც
ეხებოდა ეკა ბესელიას კავშირს კომპანია "ქიუნეტთან", არასწორ
ინფორმაციას შეიცავდა. მისი აზრით, დარღვეული იყო ქარტიის პირველი
(სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპები. საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.