03.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
reportiori.ge-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი
პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას
ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას მეგი გოცირიძემ მიმართა. ის
მიიჩნევდა, რომ სტატია სათაურით "მეგი გოცირიძე პარიზში ქურდობისთვის
დააკავეს" არასწორ ინფორმაციას მოიცავდა. მისი თქმით, ბრალდებების
მიუხედავად გამოცემა არ დაკავშირებია მას და არ უცდია ინფორმაციის
გადამოწმება.ქარტიის საბჭომ საქმის განხილვისას გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტაცია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. reportiori.ge-მ არ ითანამშრომლა ქარტიასთან, არც შეპასუხება გამოაგზავნა და არც პასუხისმგებელი ჟურნალისტის ვინაობა აცნობა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.