10.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის,
გიორგი ვაშაძს განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალსიტების, ნატა
ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ.მას პრეტენზია აქვს იმედის მიერ 29, 30, 31 აგვისტოს მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "იმედმა" "საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია." შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას 12 სექტემბერს, ოთხშაბათს 19:00 საათზე განიხილავს.