ქარტიის საბჭო 12 სექტემბერს ორ განცხადებას განიხილავს
11.09.2018

კატეგორია : ანონსი;
12 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

19:00 საათი - გიორგი ვაშაძე ნატა ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ

საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ  ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალსიტებმა ნატა ქაჯაიამ და ლევან ჯავახიშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

21:00 საათი - სოციალური მომსახურების სააგენტო დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ

სოციალური მომსახურების სააგენტო სადავოდ ხდის "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "ღია წერილის პროლოგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავს. მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (დაუდასტურებელი წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.