12.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ და წამყვანმა ლევან
ჯავახიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე
(შესწორება) პრინციპები. მათ წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ. ის სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი ვაშაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს და ამასთან მითითების მიუხედავად არ შეასწორეს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.