25 სექტემბერს ქარტია გორში ორ განცხადებას განიხილავს
22.09.2018

კატეგორია : ანონსი;
25 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სხდომას გამართავს გორში და განიხილავს ორ განცხადებას, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის, "თრიალეთის" ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ შემოვიდა.

13:00 საათი - მაია ტატულშვილი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.

  • 14:00 საათი - ნოდარ მეტრეველი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ
ნოდარ მეტრეველს პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც თავად მეტრეველიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობს, რადგან მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მისამართი: სტალინის ქ. N7. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.