25.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გორში ორი განცხადება
განიხილა ტელეკომაპნია "თრიალეთის" ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის
წინააღმდეგ. პირველ განცხადებაში სადავო იყო მის მიერ მომზადებულ სიუჟეტი ტელეკომპანია "დიასთან" საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ. მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ განცხადება "დიას" დირექტორმა მაია ტატულაშვილმა შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია განზრახ გაავრცელა და მნიშვნელოვანი დეტალები მიჩქმალა. საბჭომ განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება).
მეორე სადავო მასალა ეხებოდა გორის პანთეონში სასაფლაოების გაყიდვას. განმცხადებელი, ნოდარ მეტრეველი, რომელიც სიუჟეტში ფიგურირებდა, მიიჩნევდა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალსიტმა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ სიუჟეტი დაირღვა მხოლოდ პირველი პრინციპი, მესამე და მეთერთმეტე არ დარღვეულა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.