25.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს, ეკა გაგუასა და მიხეილ
სესიაშვილს ქარტიის პრინციპი არ დაურღვევიათ.მათ წინააღმდეგ ქარტიას ცოტნე მუსელიანმა მიმართა. ის მიიჩნევდა რომ სვანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის შემდეგი პრინციპები დაირღვა: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. სადავო სიუჟეტის თანახმად, მამას საკუთარი შვილები 8 წლის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი.
ცოტნე მუსელიანმა ამავე თემაზე მომზადებულ კიდევ ერთ მასალასთან დაკავშირებითაც შემოიტანა განცხადება. ამ საქმეში მოპასუხედ მხოლოდ ეკა გაგუა განისაზღვრა. ეთიკური პრინციპების დარღვევა არც ამ შემთხვევაში დადგინდა.
ქარტიის საბჭო საქმე 21 ივლისს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია და განმცხადებელს დამატებით მასალების წარმოდგენა დაავალა. განსაზღვრულ დროში დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.