28.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება
ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის
წინააღმდეგ. სადავო გახდა 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია 6 წლის ბავშვის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება დედის მკვლელობის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, ბავშვის საუკეთესო ინტერესი დარღვეულია, ვინაიდან შეიცავს პირადი ცხოვრების მძიმე დეტალებს, "გავრცელებულ სიუჟეტზე წვდომა აქვს ნებისმიერ პირს, ნებისმიერ დროს, მათ შორის თავად სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე არასრულწლოვანს, აღნიშნული გარემოება ქმნის მოწმე ბავშვებისთვის განმეორებითი ტრავმისა და სტრესის მუდმივობის საფუძველს", - აღნიშნულია განცხადებაში და იქვე ნათქვამია, რომ ამ სიუჟეტით მოწმე ბავშვის იდენტიფიცირება შესაძლებელია. შესაბამისად PHR-ის აზრით, დარღვეული ქარტიის მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არა ეთიკური სტანდარტები სადავო სიუჟეტში.