"რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ქარტიას შპს "ამს ეარლაინზმა" მიმართა
06.10.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებდ სცნო შპს "ამს ეარლაინზის" განცხადება "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, მიშა სესიაშვილისა და ეკა ბუცხრიკიძის წინააღმდეგ.  სადავო სიუჟეტი სახელწოდებით "კორუფციული გარიგება ქუმსიშვილის მონაწილეობით?" გადაცემა "P.S.-ის" ეთერში 30 სექტემბერს გავიდა და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი კომპანია "ამს ეარლაინზიც".

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-მა" არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას, მიჩქმალა მნიშვნელოვანი დეტალები და ფაქტები დაამახინჯა. შესაბამისად მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.