დაიწყო უფროსკლასელთა განაცხადების მიღება მედიაწიგნიერების სემინარში მონაწილეობისთვის
18.10.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) იწვევს მოსწავლეებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად - “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”.

ორდღიანი სემინარი გაიმართება 17-18 ნოემბერს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში. პრაქტიკულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI და XII კლასების მოსწავლეებს.

სემინარი იმართება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის, “ბავშვთა საკითხების გაშუქება - კონტენტ ანალიზი და მედიაწიგნიერება” ფარგლებში.

სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.

პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები შეძლებენ დაინახონ:
  • როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას, საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას და ყალიბდება სტერეოტიპები, ხდება მანიპულაცია.
  • როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან.
  • რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის აღქმას.
სემინარს გაუძღვებიან:
  • ნინო ჯაფიაშვილი, „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი;
  • ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო დანელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა 10 ნოემბრამდე შეავსეთ აპლიკაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის კოორდინატორი
ტელ: 593926429
ელ.ფოსტა: narimanishvili.n@gmail.com

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.