03.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწვეტილებით
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს ქარტიის
მეათე პრინციპი არ დაურღვევია. ეს პრინციპი ჟურნალისტს ადამიანის
პირადი ცხოვრების პატივისცემას ავალდებულებს.მის წინააღმდეგ განცხადება სალომე ბელქანიამ შემოიტანა. საქმე ეხებოდა საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტს - "რატომ ხოცავთ ხალხს," - ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტის და დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართავს". მასალა ეხებოდა მეშახტეების დაღუპვას და ნაჩვენები იყო გარდაცვლილთა ახლობლები პირადი ტრაგედიის დროს.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.