17.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
"პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტმა თამთა ონოფრიშვილმა ქარტიის პირველი
პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს
ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და ასევე მეცხრე
პრინციპი, რომელიც სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნას
ავალდებულებს რედაქციას. თამთა ონოფრიშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ვასილ ცინაძემ. ის მიიჩნევდა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სტატიით "QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს". ვასილ ცინაძის აზრით, სტატია ეყრდნობა მხოლოდ "QNET-ის" წამომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა ფაქტებს.
ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი, მოპასუხე გამოცემის რედაქტორმა ქარტიის კითხვებს ტელეფონით უპასუხა.