18.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო დავით მახარაშვილის განცხადება "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების,
თამარ ბაღაშვილის და დიანა ჯოჯუას მიმართ. სადავო მასალა 2018 წლის 16
ნოემბერს გავიდა "კურიერის" ეთერში და ეხებოდა მმართველი პარტიის მიერ
სამხედროების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. დავით მახარაშვილს
ამ სიუჟეტის იმ ნაწილთან აქვს პრეტენზია, რომელიც თბილისის მერის,
კახა კალაძის ბრიფინგს ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ
საინფორმაციო გამოშვებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც
თქვეს, რომ კახა კალაძე ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომის დროს
საკუთარი თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ მასალაში დარღვეული ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.