21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ დაარღვია
ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს გოჩა გოგინავამ მიმართა.სადავო გახდა 2018 წლის 16 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 9-საათიან "კურიერში" გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა გოჩა გოგინავასთვის მიწის დაკანონებას. განცხადების თანახმად, გოგინავა მასალაში მოხსენიებულია როგორც "ოცნების მოქმედი კოორდინატორი" და "პარტიის აქტივისტი".
ქარტიაში საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე არ დასწრებია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.