21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა ქრისტინე ქარჩხაძემ ქარტიის
პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას
ავალდებულებს. სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს". განმცხადებელი, სოფიკო ყანჩაველი მიიჩნევდა, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი პრინციპის გარდა ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპებიც: მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
საქმის განხილვას ქარტიაში არ დასწრებიან არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი