27 იანვარს ქარტიის საბჭო ორ განცხადებას განიხილავს
25.01.2019

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 იანვარს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი -  გიორგი მელაძე ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების, ირაკლი ჩიხლაძის და თამარ გოგესაშვილის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე)

  • 16:00 საათი - მარიამი ჯიქია ვებსაიტების NEWPOSTS,  NEWS.COA,  ALIA  ჟურნალისტების წინააღმდეგ

სადავო გახდა ფოკაში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომზადებული მასალები. ამ სტატიების მიხედვით ფოკაში თანასოფლელის სახლი გადაწვეს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.