11.02.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლგბტქი ასოციაცია თემიდას განცხადება ინგლისურენოვანი გაზეთის Georgia Today-ს მიერ გამიქვეყნებული op-ed-ის ავტორის, ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ. მისი მოსაზრება სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz 31 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია), ვინაიდან ტექსტი შეიცავს არასწორ ინფორმაციას, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ფობიების გავრცელებას და აღვივებს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.