გიორგი გასვიანის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
13.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი თეთრაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სიცრუის დეტექსტორის" წამყვანის, გიორგი გასიანის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2 თებერვლის გადაცემაში გაჟღერდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის წამახალისებელი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული განცხადება. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე  პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.