01.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის განცხადება
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.
სადავო მასალა, რომელიც ეძღვნებოდა ქალის სასქესო ორგანოს აგებულებას
და სექსუალური განათლების თემატიკას, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა
"კურიერი P.S-ს" ეთერში
გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ბავშვთა უფლებები და მსგავსი სიუჟეტები ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე გავლენას ახდენს, შესაბამისად აცხადებს, რომ "რუსთავი 2-მა" და მისმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი (ბავშვის ინტერესი) დაარღვიეს.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირთვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები.